"ფანჯრის გაღება შეუძლებელია..." | ქუთაისში მოსახლეობა ახლომდებარე ნაგავსაყრელის არსებობას აპროტესტებს

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები მათი დასახლების მიმდებარედ ნაგავსაყრელის არსებობას აპროტესტებენ. ამბობენ, რომ მომწამლავი და ტოქსიკური სუნის გამო, ადგილზე ცხოვრება შეუძლებელია.

"არ აქვს მნიშვნელობა ზაფხულია თუ ზამთარი, ფანჯრის გაღება ფაქტობრივად შეუძლებელია. საშინელი სუნი შემოდის სახლში. გაჩერებას აღარ ვაპირებთ, მასშტაბურ აქციას ხვალაც გავმართავთ", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე

ადგილზე დიდი რაოდენობით საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელი იყო მობილიზებული.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი