ხაშურში ჩანგრეული ხიდის დემონტაჟი მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ხაშურში სოფელ ნაბახტევთან დამაკავშირებელი ხიდი ჩაინგრა. რამ გამოიწვია ხიდის ჩანგრევა, მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისთვის ტერიტორიაზე მოწყობილია მოძრაობის შემაკავებელი ბარიერები - ტექნიკა ამ წუთებში ხიდის დემონტაჟს ახორციელებს. სოფელ ნაბახტევისკენ გადაადგილება მოსახლეობას ალტერნატიული ხიდით შეუძლიათ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელი დიდ ტრაგედიას გადაურჩა, რადგან ჩანგრევამდე რამდენიმე წუთით ადრე ხიდზე რამდენიმე მანქანამ გაიარა, სადაც პატარა ბავშვიც იმყოფებოდა. მოსახლეობის თქმითვე, ხიდი ავარიულ მდგომარეობაში წლების განმავლობაში იყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი