ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დემონტაჟი მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ბათუმის ცენტრში, გამსახურდიასა და კომახიძის ქუჩების კვეთაში, ამ წუთებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დემონტაჟი მიმდინარეობს. რისი მშენებლობა იგეგმება გათავისუფლებულ ადგილას, ტერიტორიაზე საინფორმაციო აბრა გამოკრული არ არის. ამ დროისთვის, ადგილიდან სარემონტო მასალები გააქვთ. 

ჩვენი ინფორმაციით, ამ ადგილას საცხოვრებელი კომპლექსი უნდა აშენდეს. მშნებლობას კომპანია "გარდენ ქიი" აწარმოებს, რომლის მფლობელიც მარი შუბალიძეა.

არის თუ არა მშენებლობა კულტურული დაცვის სააგენტოსთან შეთანხმებული, უცნობია. სააგენტოს წარმომადგენლები დილიდან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი