დახარჯული მილიონობით ლარი და უფუნქციოდ დარჩენილი ბაგა-ბაღები. საოკუპაციო ხაზთან მდებარე რამდენიმე სოფელში რეაბილიტირებული საბავშვი ბაღები ამ დრომდე არ გახსნილა. "ოცნების" ხელისუფლებამ ევროპის ბანკის დაფინანსებული პროექტი საკუთარ შემწირველ კომპანიას ჯერ კიდევ 2020 წელს ანდო და 5 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა.
ამის მიუხედავად, გორის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში საბავშვი ბაღები არ გახსნილა და შენობებს ისევ ბოქლომი ადევს. არარსებულ საზღვართან მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ, მათ დღეს აქცია გამართეს.