ოზურგეთში, მე-4 საჯარო სკოლაში ყოფილი დირექტორის მხარდამჭერ აქციას მართავენ

გამოქვეყნდა:

ოზურგეთში, მე-4 საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები ყოფილი დირექტორის, ტარიელ კალანდაძის მხარდამჭერ აქციას მართავენ.

განათლების სამინისტრომ მას საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა. მათი მთავარი მოთხოვნა კალანდაძის კანდიდატად დარეგისტრირებაა. აქციის მონაწილეებმა განათლების სამინისტროს ვადა ორშაბათამდე მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდება.

ცნობისთვის, მანამდე მასწავლებლებმა ამ საკითხზე განათლების მინისტრის მისამართით ღია წერილიც გაავრცელეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი