8 ოქტომბერს, აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე 05:00-დან 08:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

გამოქვეყნდა:

თბილისის მერიის ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

"დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს 05:00-დან 08:00 საათამდე, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება დავით აღმაშენებლის ხეივანში, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისის შემოვლითი გზისა და თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ დავით აღმაშენებლის ხეივნიდან სხვიტორის ქუჩის (ე.წ. ზაჰესის ხიდის), ავჭალის ქუჩისა და თბილისის შემოვლითი გზის გამოყენებით." აცხადებს თბილისის მერია 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი