ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მოსახლეობა მეორე დღეა საპროტესტო აქციებს მართავს. ცოტა ხნის წინ ადგილობრივებმა მუნიციპალური ნაგავსაყრელის შესასვლელი გადაკეტეს. მოსახლეობა დასახლებასთან ახლოს ნაგავსაყრელის არსებობას აპროტესტებს. მათი თქმით, ტოქსიკური აირის გამო ადგილზე ცხოვრება შეუძლებელია.