ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადა.
უწყების თქმით, ცეცხლი აგლაძის ქუჩაზე ერთ-ერთ მაღაზიას გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
რამ გამოიწვია ხანძრის გაჩენა, უცნობია.