
გორთან ავტოსაგზაო შემთხევის შედეგად ერთი პირი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ერთ-ერთი მანქანა ამოტრიალდა, რის შედეგადაც დაიმტვრა სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი.
"მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.