
ჩხოროწყუში, "ვისოლის"ბენზინგასამართ სადგურზე მამაკაცს დენმა დაარტყა და ადგილზე დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, 49 წლის კაცი ელექტრობას ამონტაჟებდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა. სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია. ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
ავტორი: ემა გოგოხია.