ჩხოროწყუში პედაგოგებისა და მოსწავლეების პროტესტი გრძელდება. დღეს მმართველი პარტია და ადგილობრივი თვითმმართველობა ჩხოროწყუობას საზეიმო ვითარებაში აღნიშნავს, სადაც პედაგოგები, სკოლის დირექტორობის მოვალეობის შემსრულებლები და მოსწავლეები საპროტესტო ტრანსფარანტებით მივიდნენ. აქციის მონაწილე აკადემიური პერსონალი განათლების სისტემის დეპოლიტიზირებას და მინისტრთან შეხვედრას ითხოვს.
მათი განცხადებით სკოლის დირექტორების საგამოცდო პროცესი ხელისუფლების მართულია და მას დირექტორების პროფესიულ განვითარებასთან არანაირი კავშირი არა აქვს . კირცხის სკოლის უკვე განთავისუფლებულმა დირექტორმა უსამართლობის ნიშნად უარი განაცხადა ერთი წლის წინ მინიჭებულ ჩხოროწყუს საპატიო მოქალაქეობაზე . დიმონ არახამია ცდილობდა საჯაროდ განემარტა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, თუმცაღა მას მიკროფონი გამოურთეს და სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს.
ავტორი: ემა გოგოხია
იხილეთ ასევე: