"გომელაურმა და კალაძემ გაწირეს ეს ადამიანები" - კოჯორში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს გამოსახლება ემუქრებათ

გამოქვეყნდა:

პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციასთან - კოჯორში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა 14-მა ოჯახმა აქცია გამართა. ისინი ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ და მთავრობას მოუწოდებენ, მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის ზომები მიიღონ.

სოციალურად დაუცველებს არსებული სახლებიდან გამოსახლება ემუქრებათ. შესაბამისი გადაწყვეტილებები სასამართლოს აქვს მიღებული, რადგან ტერიტორია, სადაც ისინი ცხოვრობენ, გაყიდულია.

"ჩვენ შევიკრიბეთ კოჯრის მოსახლეობასთან ერთად, 14 ოჯახი არის, სოციალურად დაუცველები სულ ყველა. იმის გამო, რომ გვქონდა სასამართლო პროცესი, მიწა იყო სადავო, შეიძინა ფიქტიურმა კომპანიამ, ამ კომპანიის უკან დგას ვახტანგ გომელაური და კახა კალაძე. აი, ამათმა გაწირეს ეს ადამიანები. სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ ეს ხალხი დაუყოვნებლივ გამოასახლეთო...ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, რომ მთავრობამ მიიღოს გადაწყვეტილება ამ ხალხზე - ან ფართები გამოუყოს, ან დაუყოვნებლივ რაღაცნაირად იმოქმედოს, რომ არ შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება," - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი