ცენზურის ახალი მცდელობა - ბექაურმა ახალი კანონპროექტი შეიმუშავა

გამოქვეყნდა:

ცენზურის ახალი მცდელობა და შეზღუდვების დაკანონება- ასე აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები ცვლილებებს, რომელიც 1 სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს.

ცვლილებების მიხედვით, მედიასა და ინტერნეტში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის მასალების გავრცელება შეიზღუდება. მონიტორინგს კომუნიკაციების ეროვნული კომისია გააკეთებს. 

არასამთავრობოები ეჭვობენ, რომ  კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა 1 წლის წინ მიიღო და ძალაში შემდეგი თვის დასაწყისიდან შედის კონკრეტული მაუწყებლების წინააღმდეგ გამოიყენებენ.

არასამთავრობოები აცხადებენ, რომ მარეგულირებელ კომისიას განუსაზღვრელი უფლებამოსილება ენიჭება, ჩაერიოს მაუწყებლის შინაარსში, დააწესოს შეზღუდვები და დააკისროს მას სანქციები ან შეუჩეროს ლიცენზია. 

მედიამენეჯერბმა კანონპროექტზე მუშაობის პროცესში არ იცოდნენ რა გაიწერებოდა დოკუმენტში და მისი განხილვა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პარალელურად მიმდინარეობდა.

სწორედ ამიტომ, იურისტები ამბობენ, რომ ეს არის ბავშვთა უფლებების დაცვის ამოფარებული ბერკეტი, რომელსაც კომუნიკაციების კომისია მისთვის ხელსაყრელ დროს, მედიის წინააღმდეგ გამოიყენებს.

მაუწყებლის კონტენტში ჩარევა და თითოეული ფრაზის გარჩევა და ამის მიხედვით გადაწყვეტა, მაუწყებელმა დაარღვია თუ არა კანონი და შეიძლება იყოს უფრო მკაცრი სანქციები, ვიდრე ეს სხვა ნორმებისთვის არის გათვალისწინებული, ნიშნავს, რომ ვითომ ბავშვების დაცვის მიზნით, რეალურად ხელისუფლება ცდილობს ცენზურა დაუწესოს მაუწყებელს და შეუქმნას პრობლემები." ამბობს "მთავარი არხის" იურისტი თამთა მურადაშვილი.

მისივე თქმით, კანონპროექტის 1 სექტემბერს ამოქმედება ნიშნავს, რო წინასაარჩევნო პერიოდში, მაუწყებლები განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

ახალი კანონპროექტის შესახებ ინფორმაციას, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე Facebook-ის პირად გვერდზე ავრცელებს.

კილაძის განმარტებით, მსგავსი ტიპის ინფორმაცია ბავშვების ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს. დეპუტატი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელს, კახა ბექაურს კოდექსის მომზადებისთვის მადლობას უხდის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი