გორში, სამშენებლო მასალების საწყობში 200 კვ/მ ფართობი დაიწვა

გამოქვეყნდა:

ხანძარი გორში - რკინიგზის სადგურის დასახლებაში ცეცხლი  სამშენებლო მასალების საწყობში გაჩნდა.  დამწვარია 200 კვ ფართობი, წინასწარი ინფორმაციით, ზარალი ასობით ათასი ლარია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები არიან მობილიზებული, მათ ცეცხლის ჩაქრობა მოახერხეს. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, გორის პოლიციის თანამშრომლები გამოძიებას აწარმოებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი