
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, რუსთავში, მეგობრობის ქუჩის მიმდებარედ, ერთ - ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში კაცი გარდაცვლილი ნახეს. არსებული ინფორმაციით, კაცს ახლობლები ვერ უკავშირდებოდნენ და ბინაში შესვლის მიზნით სამაშველო სამსახური გამოიძახეს. ბინაში შესულ მაშველებს 40 წლამდე ასაკის კაცი გარდაცვლილი დახვდათ. ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია. სხვა ინფორმაცია უცნობია.