
დევნილების მიმართვა ხელისუფლებას - დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები საარსებო შემწეობის გაზრდას ითხოვენ. მათი თქმით, დახმარება, რომელსაც სახელმწიფო გასცემს იმდენად მცირეა, რომ საარსებო მინიმუმსაც კი არ შეადგენს.
ამას გარდა, მათ "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთხელ შეახსნეს დაპირება საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის შესახებ და მთავრობას მოუწოდეს, რომ 2025 წლამდე ბინები გადასცენ.
"ასოციაცია დევნილები დევნილებისთვის და აფხაზეთიდან დევნილთა საინიციატივო ჯგუფი მივმართავთ საქართველოს მთავრობას და მმართველ პარტიას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მავნებლური პოლიტიკის გატარება ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. დაეკისროს სამართლებრივი პასუხისმგებლობა ნებისმიერ ორგანიზაციას და კერძო პირს, რომელიც განიხილავს იდეას აფხაზეთის გამოყოფისა და მისი აღიარების შესახებ,"- ამბობს ორგანიზაციის წევრი.