
საპროტესტო აქცია ბათუმში. მოსახლეობა "ქართული ოცნების" მორგიი რეპრესიული კანონის წინააღმდეგ შეიკრიბა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ რუსული კანონით ხელისუფლება პროტესტის ჩახშობას და იმ ადამიანების დაშინებას ცდილობს, ვისაც "ქართული ოცნების" საწინააღმდეგო პოზიცია აქვს. აქციაზე შეკრებილები აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნებს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ.
"მოვითხოვთ დამნაშავე პოლიციელების დასჯას, ვინც დანაშაულს ჩადიან, ძალადობენ მოქალაქეებზე. სასამართლოში სხდომა არ ჩატარებულა ის, რომ არ განეცხადებინათ, რომ პოლიციელებმა მასზე იძალადეს. ვაპროტესტებთ ასევე კანონს, რომლითაც იზღუდება პროტესტის უფლება, კავების გაშლა, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით" - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
აქციის მონაწილეებმა საპორტოსო მსვლელობა მოაწყვეს და ბათუმის სასამართლოდან აჭარის უმაღლეს საბჭოსთან გადაინაცვლეს, ბოლოს კი მსვლელობა სპეციალურ სამსახურთან დაასრულეს.