კონკრეტულ მისამართზე 12 თვეზე დიდხანს მცხოვრები პირები, მათ შორის მიგრანტები, მუდმივ მცხოვრებლებად ჩაითვლებიან | საქსტატი

გამოქვეყნდა:

კონკრეტულ მისამართზე 12 თვეზე მეტ ხანს მცხოვრები პირები, მათ შორის მიგრანტები, მუდმივ მცხოვრებლებად ჩაითვლებიან, - ამის შესახებ BMGTV-სთან საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე საუბრობს. ამბობს, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წელს მოსახლეობის საყოველთაო აღწერას ჩაატარებს.

"აღწერის მეთოდოლოგია იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე კონკრეტულ მომენტში მცხოვრები ყველა პირი აღიწეროს, მათ შორის ისეთიც, ვინც 6 თვეზე მეტია ცხოვრობს აქ, ან რამდენიმე დღით არიან შემოსულები, ან პირიქით, დროებით არიან საზღვარგარეთ გასულები.

რაც შეეხებათ მიგრანტებს, თუ პირი კონკრეტულ მისამართზე 12 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობს, ის მუდმივ მცხოვრებლად ჩაითვლება, იმის მიუხედავად, თუ რომელი ქვეყნიდანაა შემოსული", - ამბობს თოდრაძე.

აღწერისათვის საქსტატის ბიუჯეტი, დაახლოებით, 29 მლნ ლარია, საიდანაც ძირითადი ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტის კონტრიბუციაა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი