ისრაელში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ქვეყანას საქართველოს მოქალაქეები მასობრივად ტოვებენ და სამშობლოში ბრუნდებიან. ბოლო 24 საათის განმავლობაში, თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით რამდენიმე ავიარეისი განხორციელდა.
კიდევ ერთი სამგზავრო თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. ბორტზე საქართველოს 100-ზე მეტი მოქალაქე იმყოფებოდა. ისრაელიდან დაბრუნებული ქართველები დეტალურად იხსენებენ, როგორ განვითარდა მოვლენები "ჰამასის" თავდასხმის დაწყების შემდეგ.
მათი თქმით, ამ დროისთვის თელ-ავივში კიდევ ასეულობით ქართველი რჩება და უმრავლესობა სამშობლოში დასაბრუნებლად მომდევნო ავიარეისს ელოდება.