
ქუთაისში, მანქანას გადაადგილების დროს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
როგორც მოქალაქე წერს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"ქუთაისში, ქიაჩელის ქუჩაზე ავტომობილს გადაადგილების დროს ცეცხლი წაეკიდა. ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო, სასწრაფოსა და პოლიციის ბრიგადები. ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის", - წერს მოქალაქე ლევან ჭელიძე.
ამ დროისთვის დეტალები უცნობია და მას შსს-ში ვარკვევთ.