
თბილისის მერიის ცნობით, მეტეხის გვირაბში დაგეგმილი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა ღამის საათებში შეიზღუდება. კერძოდ, მერია ამბობს, რომ გვირაბში არსებული დაზიანებული ფრაგმენტების გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდება. სამუშაოები გვირაბის ორივე მხარეს მონაცვლეობით ჩატარდება.
უწყების თქმით, შეზღუდვა 10 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე იმოქმედებს მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და იალბუზის ქუჩების კვეთიდან მეტეხის გვირაბის მიმართულებით.
"პირველ ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 10 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და იალბუზის ქუჩების კვეთიდან მეტეხის გვირაბის მიმართულებით.
მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და იალბუზის ქუჩების კვეთიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით, იალბუზის ქუჩის მიმართულებით, ხოლო იალბუზის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებები მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და 300 არაგველის ხიდის მიმართულებით მოძრაობას მარცხნივ მოხვევით შეძლებენ.
თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით!" - ნათქვამია განცხადებაში.