საელჩოში გვითხრეს, წასვლა თუ გნებავთ ბილეთები იყიდეთ და წაბრძანდითო - ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქე

გამოქვეყნდა:

მოხდება თუ არა ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია ამ დროისთვის უცნობია. მოქალაქეების ნაწილი ქვეყანაში ტურისტული მიზნებითაა. ცნობილია, რომ დღეს თბილისში ჩამოფრინდებიან ისრაელში მყოფი ანსამბლ "გორდელას" წევრები.

"როცა დავრეკეთ საელჩოში ესე გვითხრეს, არ ვიცით ჩვენ რომელმა ქვეყანამ რა გამოაცხადაო, ჩვენთვის არავის ეგ ინფორმაცია არ მოუწოდებიაო და წასვლა თუ გნებავთ ბილეთები იყიდეთ და წაბრძანდითო. ძალიან არარეალურია ის, რომ 2 000 ლარი გახდა "ჯირჯიან ეარვეისზე" ბილეთები, რატომ გვწირავენ ასე რომ ვთქვათ იმ ხალხს, ვისაც საქართველოს შვილებს გვიწოდებენ", - ამბობს სოფო ცარციძე. 

მისი თქმით, არიან ადამიანები, რომლებსაც იმხელა დანაზოგი არ აქვთ, რომ ბილეთები თავად იყიდონ და სამშობლოში დაბრუნდნენ. 

"ქალაქში სადაც მე ვარ მოძრაობა აღდგენილია სრულად, არც იერიშები ყოფილა, არც გაგვიგია სირენების ხმა. ჩემდა გასაკვირად, ის ადამიანები ვინც აქ წლებია ცხოვრობენ, მიჩვეულები არიან ამ ვითარებას, არანაირი შიში და პანიკა არ არის", - ამბობს პაპუნა შუშანია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი