გურიაში, სოფელ წიფნაგვარაში მეწყერი ჩამოწვა

გამოქვეყნდა:

გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნაგვარაში მეწყერი ჩამოწვა, - ინფორმაციას რეგიონული გამოცემა "გურიანიუსი" ავრცელებს. 

როგროც გამოცემას ჩოხატაურის მერმა, დავით შარაშიძემ განუცხადა, ამ დროისთვის ტექნიკა უკვე ადგილზეა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

"საზოგადოებას მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ. პრობლემის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ სოფლის ხელმძღვანელობას, მაჟორიტარ დეპუტატს ან მერის წარმომადგენლებს”, -  განაცხადა  შარაშიძემ 

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი