"დედაც ჰყავს და მამაც, ჩვენ რა შუაში ვართ... არ ვიცოდი, ქორწილი თუ ჰქონდა და არ უნდოდა" | მოკლული 14 წლის გოგოს ბიძა

გამოქვეყნდა:

"ჩვენ რა შუაში ვართ... არ ვიცოდი, ამ გოგოს ქორწილი თუ ჰქონდა და არ უნდოდა, ადრეული ქორწინება აქ ხშირია", - ამბობს მოკლული 14 წლის გოგოს აითაჯ შახმაროვას ბიძა. მისი თქმით, საქმესთან დაკავშირებით ინფორმირებული არც სკოლის დირექტორი ყოფილა.  

"ჩემი მეუღლე გყავთ დაკითხვაზე წაყვანილი, 10 წლის ბავშვი ჰყავს სახლში დატოვებული ასე როგორ შეიძლება..პოლიციისთვის არ მიგვიმართავს ამ გოგოს დედაც ჰყავს და მამაც. ჩვენ რა შუაში ვართ. მე თბილისში ვარ ხოლმე, მე არ ვიცოდი ამ გოგოს ქორწილი თუ ჰქონდა და არ უნდოდა.ადრეული ქორწინება აქ ხშირია. სკოლის დირექტორმა მგონი არც იცის რა ხდება, ეს გოგო სკოლაში არ დადიოდა. ძმა ჰყავს და არც ის დადიოდა სკოლაში" - ამბობს მოკლული გოგოს ბიძა.

რაც  შეეხება სკოლის დირექტორს, მისივე თქმით, სკოლას 300 ბავშვი ჰყავს და შეუძლებელია, მასწავლებელმა და დირექტორმა, თითოეული ბავშივი ოჯახური მდგომარეობა იცოდეს.  

"რა ორი თვეა [ბავშვის] ნიშნები ხომ არ წერია და ახლა 300 ბავშვი მყავს სკოლაში, თითოეული ბავშვის ოჯახში რა ხდება, მასწავლებელმა და სკოლის დირექტორმა როგორ უნდა გაიგოს," - ამბობს სკოლის დირექტორი.

არასრულწლოვნის მკვლელობაში მხილებული კაცი პოლიციას ჯერ ისევ არ დაუკავებია. ალიმ ასლანოვს სამართალდამცავები მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ. მკვლელობა სოფელ ლამბალოში გუშინ მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობისგან 14 წლის გოგონა ადგილზე დაიღუპა. მოკლული არასრულწლოვანი წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლარიდან იყო. ის 2 თვეა რაც მოიტაცეს. ამ  ფაქტის შესახებ ინფორმირებული იყო ოჯახიც, სკოლაც, განათლების რესურს ცენტრიც, თუმცა უკანონობაზე ხმა არავის ამოუღია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლით დაიწყო. 

იხილეთ ასევე:

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი