მარიჯანის ქუჩაზე კედელი მიმდინარე მშენებლობიდან არ ჩამოშლილია, დაუსრულებელი პროექტია - კალაძე

გამოქვეყნდა:

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მარიჯანის ქუჩაზე მდებარე ნაგებობა, სადაც გუშინ ქარის შედეგად კედელი ჩამოიშალა, მიმდინარე მშენებლობა არაა. მისი თქმით, ობიექტი კომპანია "ცენტრ პოინტის" მიერ დაუსრულებელი პროექტია.

კალაძე ამბობს, რომ ამ შენობის დემონტაჟი მოხდება.

"გუშინ ინფორმაცია არასწორად გავრცელდა, თითქოს ეს იყო მშენებარე ობიექტი. ეს ძალიან დიდი ტყუილია. იქ არანაირი მშენებარე ობიექტი არ ყოფილა. ეს არის კომპანია „ცენტრ პოინტის“ ძველი აშენებული ნაგებობა, რომელიც ეკუთვნის ამ კომპანიის მიერ დაზარალებულ ოჯახებს. როგორც იცით, ჩვენ გვერდით დავუდექით ამ გაუბედურებულ ადამიანებს და მოვაგვარეთ პრობლემა, რომელიც ათეული წლებია არსებობდა. ეს კონკრეტული მშენებლობა დაუსრულებელი და გაჩერებულია. მოგვიწევს აღნიშნული შენობის სრული დემონტაჟი, რომ იქ უკვე აშენდეს თანამედროვე შენობა-ნაგებობა და ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, იცხოვრონ ნორმალურ პირობებში", - თქვა კალაძემ. 

ცნობისთვის, შემთხვევის შედეგად რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი