თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით "ჯორჯიან ეარვეისის" რეისი გაუქმდა

გამოქვეყნდა:

ისრაელში მყოფი საქართველოს ასობით მოქალაქე კვლავ ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას. გაუქმებულია "საქართველოს ავიახაზებისა"  და "ისრაელის ავიახაზების" რეისები. 

აეროპორტში აცხადებენ, რომ თელავივიდან გამოფრენილი რეისი დღეს თბილისში 13:15 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო, თუმცა რეისი გაუქმდა. მიზეზი უცნობია. "ჯორჯიან ეარვეისში" სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

გარდა ამისა, დღეს საღამოსვე ჩანიშნულია ავიარეისი თბილისიდან ისრაელის მიმართულებით, რომელიც ჯერჯერობით გაუქმებული არ არის.
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი