
"ლეონიძეზე ძველი აფთიაქი რომ იყო, აღმოჩნდა კედლის მხატვრობა... ათეთრებენ ბათქაშით, ასევე ჭერის ნახევარი უკვე გადათეთრებულია", - წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე ირაკლი არეშიძე და ფოტოებს აქვეყნებს:
"ლეონიძეზე ძველი აფთიაქი რომ იყო, აღმოჩნდა კედლის მხატვრობა. რა თქმა უნდა, ათეთრებენ ბათქაშით. პატრონი არ ყავს არავინ?! საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ვის ეხება ამის კონტროლი? მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
P.S. მეუბნებიან რესტავრაციაა ესო, თუმცა ჩემი თვალით ვნახე რომ მხატვრობაზე გადასულია თეთრი ბათქაში ბევრ ადგილას. ასევე ჭერის ნახევარი უკვე გადათეთრებულია", - წერს ირაკლი არეშიძე.