აქცია ლაგოდეხის სოფელ გიორგეთში | მოსახლეობამ დენის მიწოდების პრობლემის მოგვარების მოთხოვნით მაგისტრალი გადაკეტა 

გამოქვეყნდა:

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთში ადგილობრივებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. მოსახლეობა სოფელში ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდებას აპროტესტებს.

მათი თქმით, დენი მათ კვირაში მხოლოდ ორჯერ ჯერ აქვთ. ადგილობრივები ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიის - "ენერგო პრო ჯორჯიას" მუშაობით უკმაყოფილოები არიან. ამასთან ამბობენ, რომ მიუხედავად პროტესტისა, მათთან დასახმარებლად ადგილობრივი ხელისუფლება არ მისულა. 

"დენი წარა-მარა ირთვება, გადასახადი მოდის ქვეყანა, რას წვავთ, რითი იწვება ამდენი" - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი