კლინიკაში გარდაიცვალა კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა

გამოქვეყნდა:

კაცი, რომელმაც 19 სექტემბერს, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა საავადმყოფოში გარდაიცვალა. ფაქტი "მთავარი არხის" ვებგვერდს ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში დაუდასტურეს. 

გურამ ქადეიშვილმა თვითდაზიანებები მიიყენა და რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი იყო. 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის დროს ადგილზე იყო გარდაცვლილის ორი არასრულწლოვანი შვილი და კიდევ ერთი ადამიანი. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი