"ფლანგვის დეტექტორის" მონაცემებით, იმედის ღამის შოუს ბენდმა 2020-2023 წლებში ბიუჯეტიდან 344 000 ლარი უტენდეროდ მიიღო.
"2020-23 წლებში საჯარო უწყებებმა ბენდთან 20 გამარტივებული შესყიდვა გააფორმეს ოთხი კერძო პირის - გიორგი გაბუნიას, ჯიმო აბესაძის, ბექა სულაძისა და გელა გნოლიძის მეშვეობით.
ბენდთან გაფორმებულ შესყიდვებში აგრეთვე ფიგურირებს ზვიად ‘ზვიო’ ბლიაძე, რომელიც 2017-22 წლებში ტელეკომპანია პოსტ ტვ-ის 16%-იან პაკეტს ფლობდა.
ხელშეკრულებების თანახმად, მხოლოდ იუმორისტ გიორგი გაბუნიას ჰონორარი თითოეული კონცერტისთვის ₾3,500-დან ₾5,300-მდე მერყეობს." აცხადებს ფლანგვა.
ტვ იმედისა და პოსტვ-ის თანამშრომლებით დაკომპლექტებული ბენდი ხშირად ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებებზე მღერის.