იმერეთის ერთ-ერთ სკოლის მოსწავლე ჩვენებაში ამბობს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული წერილი, მისი დაწერილია

გამოქვეყნდა:

იმერეთის ერთ-ერთ სკოლის მოსწავლე ჩვენებაში ამბობს, რომ წერილი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, მისი დაწერილია.

არასრულწლოვანის თქმით, წერილი მან კლასელის  მუქარის საფუძველზე დაწერა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლე გოგონა თანაკლასელის მხრიდან ბულინგისა და შანტაჟის მსხვერპლი გახდა. მას მუქარის შემცველი წერილი და ბასრი საგანი ჩანთაში ჩაუდეს, რითაც აიძულებდნენ, რომ ფიზიკური დაზიანებები მიეყენებინა

როგორც ირკვევა, უკვე ერთი წელია, რაც არასრულწლოვანი შანტაჟის მსხვერპლია. 

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი