საქართველოს პრეზიდენტმა ნიკოლოზ (ნიკო) კვარაცხელია ღირსების მედლით დაჯილდოვა
სახელმწიფო ჯილდო პრეზიდენტმა ახალგაზრდა მეწარმის ნიკო კვარაცხელიას დედას, იზა ომაძეს გადასცა.
ნიკო კვარაცხელია დაჯილდოვდა მაღალი ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, პირველი ქართული სოციალური პლატფორმა „ფიდსის“ შექმნისთვის, ახალგაზრდების ეკონომიკური და სოციალური აქტივობების განსაკუთრებული მხარდაჭერისა და საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოპულარიზაციისათვის.
ცნობისთვის, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისში, 2021 წლის 15 სექტემბერს ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდა 16 სექტემბერს, გამთენიას კლინიკაში გარდაიცვალა.
2022 წლის 15 აპრილს სასამართლოს გადაწყვეტილებით, მკვლელობაში ბრალდებულ აკო ჭელიძეს 17 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით. ორივე დაკავებულს 5 წლით აეკრძალათ იარაღის შეძენა, შენახვა და ტარება. სასამართლომ საქმეზე დამნაშავედ კიდევ ერთი პირი ცნო.
2023 წელს, სააპელაციო სასამართლომ, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.