
რუსულმა ავიაკომპანიამ Azimuth Airlines მოსკოვი-ბათუმის მიმართულებით ფრენა დაიწყო. შემდეგი რეისი ხვალ, 12 ოტომბერს შესრულდება. როგორც ავიაკომპანიის ვებგვერდიდან ირკვევა, რეისები კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და ხუთშაბათს შესრულდება. ბილეთის ფასი კმი ამ დროისთვის 800 ლარამდე მერყეობს.
მანამდე კი 11 ოქტომბერს Azimuth Airlines-მს ფრენა სოჭიდან თბილისის მიმართულებითაც დაიწყო. რეისები კი ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება.
ცნობილია ისიც, რომ მოსკოვის ჟუკოვსკის რეგიონიდან თბილისში ფრენებს 29 ოქტომბრიდან რუსული ავიაკომპანია Red Wings-იც შეასრულებს.