
ცხელ წერტილში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა, უდიდესი ნაწილი კი ევაკუაციის მოლოდინშია. ისრაელიდან ავიარეისების შესრულება შეზღუდულია. ომის ეპიცენტრიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ ბევრმა ჩამოსვლა ბილეთების მაღალი ფასის გამო ვერ შეძლო. საქართველოს მოქალაქეები სპეციალურიი რეისების დამატებას ითხოვენ.
ავტორი: საბა ბუაძე