
დაპირისპირება ფერადი ქოლგების გამო - წალენჯიხაში წალენჯიხა-ტერენტობის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, სადაც სხვადასხვა კუთხის ეთნო სივრცე იყო მოწყობილი, ადგილზე მისულმა "ალტ ინფოელებმა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა იქვე დაკიდებული ორი ცისარტყელას ფერების ქოლგა "პროპაგანდად" აღიქვეს.
აგრესიულმა პირებმა პოლიციას ქოლგების ჩამოხსნა მოსთხოვეს. ადგილზე იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც.
"წალენჯიხას არ სჭირდება არც ერთი ქოლგა, ჩვენ მთიელი ხალხი ვართ და ქოლგის ხალხი არ ვართ. ქოლგა უნდა გაიკეთო, როცა წვიმს, მზიან ამინდში ქოლგა სჭირდებათ ქალბატონებს. ფერებს კი არ ვაკრიტიკებთ, ვაკრიტიკებთ ქოლგის ჩამოკიდებას", - ამბობს ერთ-ერთი პირი.
მოგვიანებით ამ პირებმა წალენჯიხის ცენტრში ამწე მიიყვანეს, პოლიციას მათთვის ხელი არ შეუშლია და უფლება მისცა ქოლგები ჩამოეხსნათ.
ავტორი: ემა გოგოხია.