
ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით,პაატა გულიაშვილმა გამარტივებული შესყიდვების გზით, მხოლოდ აგვისტოში 17 000 ლარი მიიღო.
ორგანიზაციის ცნობით, გულიაშვილს 2019 წლიდან დღემდე გამარტივებული შესყიდვებით 77,309 ლარი აქვს მიღებული.
" აგვისტოში პაატა გულიაშვილმა საქართველოს სამ მუნიციპალიტეტში “სიმღერისა და იუმორის” საღამოები გამართა და ტენდერის გვერდის ავლით ჯამში 16,754 ლარი მიიღო. ბორჯომის მუნიციპალიტეტში პაატა გულიაშვილის მიწვევა ჩატარებული კვლევით დაასაბუთეს, თუმცა რა კვლევაზეა საუბარი, თან არ დაურთავთ.
გულიაშვილი ამჟამად თელავის თეატრის დირექტორია - ის მესამე ვადით 2021 წელს დაინიშნა, რადგან ერთადერთი კანდიდატი იყო" - წერს ორგანიზაცია