ოკუპირებულ ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია

გამოქვეყნდა:

ძლიერი ხანძარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე. სოფელ მეჯვრისხევის თავზე, ცეცხლი წიწვოვან ტყის მასივს უკიდია.  

ხანძარი იმდენად ძლიერია, რომ კვამლი ცენტრალური მაგისტრალიდანაც ჩანს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ საოკუპაციო ხაზთან მობილიზებულები არიან მათი თანამშრომლები და იმ შემთხვევაში თუ ცეცხლი ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვა, ჩააქრობენ.

მთავარი 8:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი