
"ჩვენს წინააღმდეგ რუსული კანონი აამოქმედეს" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გელა მთივლიშვილი წერს. ჟურნალისტი, რომელიც ორ მედიაგამოცემას - "მთის ამბებსა" და "საქართველოს ამბებს" ხელმძღვანელობს ამბობს, რომ საბანკო გადარიცხვებთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ. მისი თქმით, ბანკი მათგან ისეთ დოკუმენტაციას ითხოვს,რომლის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდათ, თუ ქვეყანაში ე.წ. აგენტების კანონი ამოქმედდებოდა.