სოფელ ჯგალის სკოლამ სამინისტროს წარდგენილ კანდიდატზე უარი თქვა | დირექტორების არჩევნები

გამოქვეყნდა:

წალენჯიხის სოფელ ჯგალის საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭომ განათლების სამინისტროს წარდგენილი კანდიდატი დირექტორად არ დანიშნა. გუშინ 13 ოქტომბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დირექტორების არჩევნები 4 საჯარო სკოლაში ჩატარდა. მათგან ერთ-ერთია ჯგალის  სკოლა, სადაც სამინისტროს მიერ წარდგენილი ირმა ლომაია სამეურვეო საბჭოს წევრებმა ხმების უმრავლესობით არ აირჩიეს.

"ეს ქალბატონი სერტიფიცირებული იყო, მაგრამ როგორც დირექტორს, მას არ ჰქონდა გამოცდილება და მე პირადად ჩავთვალე, რომ არ ჰქონდა შესაბამისი კომპეტენცია, რომ ჩვენს სკოლაში შესაბამისი დირექტორობა გაეწია. ჩვენ გვყავს ამ ეტაპზე ძალიან კარგი დირექტორი, ქალბატონი ნონა კვარაცხელია. მას ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ. კიდევ იყო მიზეზები და თუ მოგვთხოვს სამინისტრო არგუმენტირებულ საბუთს, თუ რატომ არ დავუჭირეთ მხარი, შეჯერებულ პასუხს მივაწვდით" - ამბობს სამეურვეო საბჭოს წევრი 

წალენჯიხის მერის მოადგილის, თამარ ბელქანიას თქმით, თუ განათლების მინისტრი მაინც დანიშნავს დირექტორად კანდიდატს, რომელმაც სამეურვეო საბჭო ვერ გაიარა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს პროცესი ყველა სკოლაში მართვადია, განათლების სამინისტროს პოლიტიკური ინტერესი აქვს და 2024 წლის არჩევნებისთვის ემზადება. 

ავტორი: ემა გოგოხია 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი