
14 წლის გოგოს მკვლელობამ ერთი კვირის წინ საზოგადოება შეძრა და აზერბაიჯანულ თემში ნაადრევი ქორწინების პრობლემა კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა. აითაჯ შახმაროვა "ქმარმა" გაიმეტა, რომელზეც ოჯახმა მისი ნების საწინააღმდეგოდ დააქორწინა. ორ თვეში კი 14 წლის გოგოს სიცოცხლე შეწყდა მოძალადე ქმრის, ოჯახის, სკოლის, სახელმწიფოსა და საზოგადოების გულგრილობისა თუ არასაკმარისი რეაგირების გამო.
ნაადრევი ქორწინება აზერბაიჯანულ თემში არ არის იშვიათი. ამის გამო ქალები არა თუ უმაღლეს განათლებას ვერ იღებენ, სკოლასაც ვერ ამთავრებენ და ზოგჯერ მხოლოდ პირველი კლასის ცოდნით აგრძელებენ ცხოვრებას და შვილების აღზრდას. ხშირად ასეთი ქალები ძალადობის მსხვერპლი ხდებიან.
ნაადრევად დაოჯახებული ქალები თავად ყვებიან პრობლემებზე, რომელიც ათწლეულებია პრობლემად რჩება და გოგოებს განათლებასა და ნაადრევად დაქორწინებას შორის არჩევანის გაკეთების უფლება დღესაც არ აქვთ.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი