
ხელისუფლება ყოველ წელს გვიმტკიცებს, რომ სიღარიბეს და უმუშევრობას ამარცხებს, ეკონომიკა იზრდება და სულ უფრო მეტი ადამიანი საქმდება. სტატისტიკა და რეალობა კი სხვაგვარია. იზრდება არა დასაქმებულთა, არამედ სოციალურად დაუცველთა რიცხვი. სოციალური შემწეობა ბევრი ოჯახისთვის ერთადერთი შემოსავალია. სიღარიბე და უმუშევრობა მთავარ გამოწვევად რჩება, რის გამოც იზრდება ემიგრაციაში წასულთა რაოდენობაც. იზრდება ხელისუფლების შეუსრულებელი დაპირებების ჩამონათვალიც.
ავტორი: ნინო ბალანჩივაძე