ხადას ხეობაში 10 საუკუნის ძეგლზე კულტურის სამინსტროსა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ინიციატივით ცოტა ხნის წენ რეკონსტრუქცია-რესტავრაცია დაიწყეს. კოშკი მართლაც სავალალო მდგომარეობაში იყო, რაც იქვე მდგომ ეკლესიასაც საფრთხეს უქმნიდა. ობიექტი საკმაოდ მოწყვეტილია ტურისტულ მარშრუტებს. სამაგიეროდ, იქვე, რამდენიმე კილომეტრში, რუსეთთან დამაკავშირებელი ახალი ავტომაგისტრალი გაჰყავთ, და ძელგის მდგომარეობის დამძიმებაც შესაძლოა გვირაბის მშენებლობის გამო გამოწვეულ აფეთქებებსაც უკავშირდებოდეს.
მაგრამ, მთავარი პრობლემა, კარგი მიზნებით და კეთილშობილური ჩანაფიქრით დაწყებული რეკონსტრუქცია აღმოჩნდა. ძეგლი უბრალოდ დაშალეს, და როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ყველა წესისა და მეთოდის დარღვევით. ვითარებაში გასარკვევად ადგილზე მისულებს კი კიდევ უფრო მძიმე სურათი დაგვხვდა.