
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" განცხადებით, დღეს, 16 ოქტომებრს, როსტევანის ქუჩა N4-ის მიმდებარედ წყალსადენის მაგისტრალური მილი, რომელიც ვაკე-საბურთალოს რაიონის ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა.
კომპანია ამბობს, რომ წყალმომარაგების მაგისტრალურ მილზე რთული აღდგენითი სამუშაოები დღეს, 16 ოქტომბერს, 13:00 საათიდან დაიწყება და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 16 ოქტომბერს, 13:00 საათიდან ხვალ, 17 ოქტომბერს, დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკე-საბურთალოს რაიონში:
სოფელ დიღომში:
ზაჰესში:
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის