"გარეთ გასვლაც უკვე საშიში იყო, წამოსვლა ვამჯობინეთ... ბილეთებს საშინელი ფასი აქვს, 1 250 გადავიხადეთ" | ისრაელიდან დაბრუნებულები

გამოქვეყნდა:

ისრაელიდან საქართველოში კიდევ ერთი რეისით ჩამოფრინდნენ საქართველოს მოქალაქეები. ისინი იხსენებენ რა პირობებში უწევდათ ყოფნა "ჰამასის" თავდასხმის პირველ დღეებში, როგორ აფარებდნენ თავს სარდაფებს. მათივე თქმით, ბევრი მოქალაქე სამშობლოში არ ბრუნდება, რადგან აქ არ იციან ოჯახი როგორ არჩინონ.

"ხალხს ხოცავდნენ, ბავშვებს იტაცებდნენ, ხოცავდნენ ბავშვებს. პოლიციის ფორმებში იყვნენ გადაცმულები, შემოდიოდნენ მასე ქალაქებში, ხოცავდნენ ბავშვებს, გაურკვეველი სიტუაცია იყო. მამათი ჰქვია მაგათ ენაზე, ვიმალებოდით იქ, ვიმალებოდით რა, თავს ვაფარებდით. გარეთ გასვლაც უკვე საშიში იყო, ვერავინ ვერ იგებდა ის პოლიციელი იყო, ტერორისტი იყო, ამიტომაც ვამჯობინეთ წამოვსულიყავით", - ყვება ერთ-ერთი მოქალაქე. 

მისივე თქმით, ბილეთები არის, თუმცა ძვირია. 

"აქ ჩვენ მშვიდობაში უფრო დიდი საფრთხის წინ ვართ, ვიდრე იქ ომში. რა გითხრათ, ყველანი რომ დავბრუნდეთ, აქ ოჯახებს ხომ რჩნეა უნდა, მე მაგალითად, ბავშვი წამოვიყვანე, მეუღლე იქ დარჩა", - ყვება ერთ-ერთი ქალი. 

მოქალაქეები ამბობენ, რომ ახლა სიტუაცია შედარებით სტაბილურია.

[ბილეთებს] საშინელი ფასები აქვს, 1 250 გადავიხადეთ, ერთ გზაში", - ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი