სებ-ის ცნობით, სექტემბერში ყველაზე მეტი თანხა, 59.47 მლნ აშშ დოლარი, რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა

გამოქვეყნდა:

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 751.0 მლნ ლარი შეადგინა, რაც 26.7%-ით, ანუ 103.3 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2022 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

მათი ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.8% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა სექტემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.4% მოდიოდა.

გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა - 59.47 მილიონი აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა. მეორე ადგილზეა იტალია - 43.29 მილიონი აშშ დოლარით. მესამე ადგილს 41.25 მილიონი აშშ დოლარით აშშ იკავებს, ხოლო მეოთხე ადგილზეა გერმანია 21.14 მილიონი აშშ დოლარით, მეხუთე ადგილზე კი - საბერძნეთი 20.49 მილიონი აშშ დოლარით.

2023 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 76.5 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 9.5%-ით ნაკლებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი