ტრაგედია ხაშურში | რა გახდა 14 წლის გოგოს გარდაცვალების მიზეზი

გამოქვეყნდა:

ტრაგიკული ისტორიის მქონე გოგონას სიცოცხლის ტრაგიკული დასასრული. 14 წლის ბავშვმა სიცოცხლე სავარაუდოდ სუიციდით დაასრულა. რა მოხადა ზუსტად არავინ იცის თუმცა გოგონა მეზობლებმა ეზოში უკვე დაღუპული იპოვეს. ამ შემზარავ ამბავს ამძიმებს ის ფაქტი, რომ ლაპარაკია მოზარდზე, რომელმაც 2 წლის წინ საკუთარი ბაბუა გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მამაკაცი ახლა სასჯელს იხდის.

დაზუსტებით იმის თქმა, რას უკავშირდებოდა სავარაუდო სუიციდი - შეუძლებელია. თუმცა "მთავარმა არხმა" გაარკვია, რომ ხმაურიანი ბრალდებისა და სასამართლო პროცესის შემდეგ სახელმწიფომ ბავშვი ფაქტობრივად უყურადღებოდ მიატოვა. მედიკოსები, პედაგოგები და სოციალური მუშაკები ახლა მხოლოდ პასუხისმგებლობას ირიდებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი