ზარი რომ დაირეკა იფიქრა გადავხტები ფანჯრიდან და მალე მივალ სახლშიო...| ინციდენტი იმერეთის სკოლაში

გამოქვეყნდა:

ბავშვური სიცელქით, არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია არც მოსწავლის მხრიდან და არც მასწავლებლის მხრიდან...ზარი რომ დაირეკა იფიქრა გადავხტები ფანჯრიდან და მალე მივალ სახლშიო - ამბობს იმ  სკოლის დირექტორი, რომლის მოსწავლეც ფანჯრიდან გადახტა და დაზიანებები მიიღო. 

ბავშვი მეთხეკლასელია და როგორც პედაგოგები განმარტავენ, საკლასო ოთახი საიდანაც ის გადახტა, პირველ სართულზეა. სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლე საავადმყოფოში საკუთარი ძალებით გადაიყვანა. მოზარდის ოჯახს სასწავლო დაწესებულებასთან პრეტენზია არ აქვს - "ცელქი ბავშვია და მოისურვა ასე, რა ვქნათ" - ამბობს ბავშვის ბაბუა. 

შეგახსენებთ, ინციდენტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯარო სკოლაში მოხდა. სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მოსწავლემ მოტეხილობები მიიღო.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი