
მარნეულში, წყალმომარაგების სისტემის გაყვანაზე დასაქმებული პირი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. ინფორმაცია თავდაპირველად "რადიო მარნეულმა" გაავრცელა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილზე კომპანია "ჯიბი-აის" თანამშრომლები სამი მეტრის სიღრმეზე მუშაობდნენ. დაღუპული მიწის მასამ მოიყოლა.
შემთხვევის შედეგად სხვა დასაქმებული პირები არ დაშავებულან.
ცხედარი რუსთავის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გარდაცვლილი 57 წლის ელბეი მეჰდიევია, ის სოფელ ბეილერში ცხოვრობდა.