"ჩემი პროფესიული საქმიანობა დაუცველია ამ ქვეყანაში" | ქუთაისში ჟურნალისტმა თვითდაზიანებები მიიყენა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში ჟურნალისტმა თვითდაზიანებები მიიყენა. ბუბა ჩივაძემ კიდურებზე ბასრი საგნით დაზიანება სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურთან მიიყენა. იქამდე, სავარაუდო სუიციდის შესახებ Facebook-ლაივით განაცხადა. მანვე, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი "პროფესიული საქმიანობა დაუცველია ამ ქვეყანაში".

"...ჩემი პროფესიული საქმინობა დაუცველია ამ ქვეყანაში. ერთს მაინც გავაკეთებ - გადავარჩენ ათეულობით იმ ადამინებს რომელბიც ჩემნაირად შანტაჟის და ბულინგის მსხვერპლია" - დაწერა მან.

უგონო მდგომარეობაში მყოფი ჟურნალისტის დედა ამბობს, რომ შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე ის სახლში იმყოფებოდა და მასთან არაფერზე უსაუბრია. ჟურნალისტი კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი