თბილისის მეტროს ორივე ხაზზე დილით მოძრაობა გაჩერებული იყო

გამოქვეყნდა:

თბილისის მეტროს ორივე ხაზზე დილით მოძრაობა გაჩერებული იყო. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადეს, რომ პირველ ხაზზე მოძრაობა ტექნიკური ხარვეზის გამო შეჩერდა დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში. მატარებლები მეტრო "ახმეტელიდან" "300 არაგველამდე" მოძრაობდნენ. 

რაც შეეხება საბურთალოს ხაზს, სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ დილით, დაახლოებით 07:15 საათზე დაფიქსირდა შეფერხება, მოძრაობა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში იყო გაჩერებული. 

ამჟამად ორივე ხაზზე მატარებლები ჩვეულ რეჟიმში მოძრაობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი